ფეხბურთი

13:54 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ნასრი“ ბუსკეტსს წელიწადში 13 მილიონს სთავაზობს

„ალ-ნასრი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველით, სერხიო ბუსკეტსით დაინტერესდა. არაბული კლუბი მას წელიწადში 13-მილიონევროიან კონტრაქტს სთავაზობს - გვამცნობს ESPN.

„ალ-ნასრში“ დარწმუნებულები არიან, რომ მომავალ ზაფხულს, როცა ბუსკეტსი თავისუფალი აგენტი გახდება, მათ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ასევე კლუბი დაინტერესებულია „პარი სენ-ჟერმენის“ მცველით, სერხიო რამოსით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველით, ედენ აზარით, „ჩელსის“ შუახაზელით, ნგოლო კანტეთი და დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელით, მარკო როისით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114859