იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ უშუალო კონკურენტ „ვერონას“ ესტუმრა და მორიგი თამაში წააგო - 0:2.
მატჩის ბედი საწყის 26 წუთში გადაწყდა, როდესაც დარკო ლაზოვიჩმა დუბლი შეასრულა და კრემონელებმა პრაქტიკულად უშანსოდ წააგეს.
ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი მცველის თამაში 5.9 ქულით შეფასდა. ლუკას აქტივში მიმდინარე სეზონში 14 მატჩი და 1 საგოლე პასია.
„კრემონეზე“ მოუგებლად თამაშობს და 7 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო, მეოცე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 იანვარს, „მონცას“ უმასპინძლებს.