ფეხბურთი

14:53 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი რეალ მადრიდმაც დაიცვა. კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა

„რეალ მადრიდმა“ საკუთარი ლეგენდის, ზინედინ ზიდანის მხარდასაჭერად ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნოელ ლე გრეს მიერ გაკეთებული განცხადება დაგმო და ყოფილი ფეხბურთელი დაიცვა:



„რეალ მადრიდი“ წუხს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს მიერ გაკეთებულ სამწუხარო განცხადებაზე, რომელიც ზინედინ ზიდანს, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ლეგენდას ეხება.

ასეთი ქმედება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აღმაფრთოვანებელ ფიგურისადმი პატივისცემის ნაკლებობას აჩვენებს და ჩვენი კლუბი დაუყონებლივ ელოდება შესწორებას. ზინედინ ზიდანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, რომელიც წარმოადგენს თავის ქვეყანას, სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად, ის განასახიერებს სპორტის ღირებულებებს და მან ეს დაამტკიცა მთელი თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში, როგორც მოთამაშემ და როგორც მწვრთნელმა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებები შეუსაბამოა ასეთი წარმომადგენლობის მქონე პირისთვის. მსგავსი განცხადება შეუფერებელია, ისევე როგორც ის, რაც მან ასევე გააკეთა ჩვენი კაპიტნის, კარიმ ბენზემას, მოქმედი ოქროს ბურთის, 2021 წლის ერთა ლიგის ჩემპიონისა 5 ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის შესახებ“ - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა და თქვა, რომ არ აინტერესებს, სად იმუშავებს ზიდანი და დარეკვის შემთხვევაში მის ზარსაც არ უპასუხებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120213