მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსი“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაამარცხა, გულშემატკივრებმა გრემ პოტერი დიდი წნეხის ქვეშ მოაქციეს, ქალაქელთა ესპანელმა მწვრთნელმა კი კოლეგას მხარი დაუჭირა.
გუშინ FA CUP- ზე „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსი“ მარტივად, 4:0 დაამარცხა. „არისტოკრატები“ ინგლისის ორივე თასს გამოეთიშნენ, პრემიერლიგაში კი ცხრილის შუაში, მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან, რაც გულშემატკივართა გაღიზიანებას იწვევს, მათი მთავარი სამიზნე კი ახლადდანიშნული გრემ პოტერია.
მატჩის შემდგომ პეპ გვარდიოლამ „ჩელსის“ ახალ მფლობელს, ტოდ ბოელის მოუწოდა, რომ პოტერს დრო მისცეს:
„ტოდ ბოელის ვეტყოდი, რომ მას დრო მისცეს. ვიცი, დიდ კლუბებში შედეგები მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც ვეტყოდი, რომ მას დრო სჭირდება. სეზონის მეორე ნახევარი ის არის რაც არის. „ბრაიტონში“ ის თავის სამუშაოს შესანიშნავად ასრულებდა, მაგრამ ჩვენ პირველ სეზონში დრო გვჭირდება. მე „ბარსელონაში“ პირველ სეზონში ლეო მესი მყავდა და ამის გამო ორი სეზონი არ დამჭირვებია“ - განაცხადა გვარდიოლამ.