ფეხბურთი

2:09 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "რომასთან" დიდი უპირატესობა გაანიავა და "ნაპოლის" უფრო ჩამორჩა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მილანმა“ „რომას“ უმასპინძლა, ვერ მოიგო და „ნაპოლისთან“ კიდევ უფრო ჩამორჩა.

არადა, სტეფანო პიოლის გუნდს მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა, დამაჯერებლადაც ამარცხებდა, მაგრამ ბოლო წუთებში კომფორტული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

პიერ კალულუს პირველ ტაიმში და ტომაზო პობეგას 77-ე წუთზე გატანილი გოლებით „როსონერი“ 2:0 დაწინაურდა, რაც პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა. მასპინძლები ამ უპირატესობას 87-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ შემდეგ მათთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა.

„რომამ“ პირველივე საგოლე მომენტი გოლად აქცია და 87-ე წუთზე „ჯალოროსიმ“ სხვაობა შეამცირა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი ჩიპრიან ტატარუშანუმ ნემანია მატიჩის ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ტამი აბრაჰამმა დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

შედეგად, „მილანს“ 37 ქულა აქვს და ლიდერ „ნაპოლის“ 7 ქულით ჩამორჩა. „როსონერის“ უკვე „იუვენტუსიც“ დაეწია, უფრო მეტიც, ბურთების უკეთესი ბალანსით ტურინელები მეორე ადგილზე არიან, მილანელები - მესამეზე. ვინაიდან პირველი წრის დასრულებამდე 2 ტური დარჩა და "ნაპოლის" უპირატესობა 7-ქულიანია, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის ჩემპიონი გახდა.

„მილანი“ – „რომა“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (30), 2:0 პობეგა (77), 2:1 იბანიესი (87), 2:2 აბრაჰამი (90)

0.118961