სან სებასტიანის „რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელი დავიდ სილვა ლა ლიგის ისტორიაში შევიდა.
„ალმერიასთან“ მოგებულ მატჩში (2:0) ვეტერანმა ესპანელმა თავი გამოიჩინა და ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საკუთარ დაბადების დღეს გოლი გაიტანა.
დავიდ სილვას დღეს 37 წელი შეუსრულდა. ის „სოსიედადის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს.