„ალ-ნასრმა“ ლეგიონერების ლიმიტის გამო და შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუს დასარეგისტრირებლად გუნდიდან ვინსენ აბუბაკარი გაუშვა.
კამერუნელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ინფორმაცია გუშინ დადასტურდა. ახლა კი, აბუბაკარის კომენტარი გავრცელდა, რომელიც რონალდუს თანაგუნდელი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც იყო და მასთან ერთად ვარჯიში მოუწია:
„ყოველთვის მეგონა, რომ მესი რონალდუზე უკეთესი იყო და ვარჯიშების შემდეგ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად მართალი ვიყავი“, - აღნიშნა აფრიკელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრში 30 დეკემბერს გადავიდა და წელიწადში მისი ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება.