ფეხბურთი

1:30 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დასარეგისტრირებლად „ალ ნასრმა“ აბუბაქარს კონტრაქტი გაუწყვიტა

კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრმა“ დაარეგისტრირა, თუმცა, სანაცვლოდ გუნდს კამერუნელი შემტევის, ვინსენტ აბუბაქარის გაშვება მოუწია, რომელსაც თავის მხრივ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.



ლეგიონერების სიმრავლის გამო, საუდის არაბეთის კლუბი პორტუგალიელ ვარსკვლავს გუნდში ვერ არეგისტრირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ ვინსენტ აბუბაქარის კონტრაქტი გაწყვიტეს ეს პრობლემა მოგვარდა.

რადგან კრიშტიანუ რონალდუ ახალ გუნდში დარეგისტრირდა, მას სავარაუდოდ, 22 იანვარს, „ალ ეტიფაქის“ წინააღმდეგ შეეძლება თამაში. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „ალ ნასრის“ წინა მატჩს, „ალ ტაის“ წინააღმდეგ სავარჯიშო დარბაზიდან მიადევნა თვალი.

რაც შეეხება გუნდიდან გაშვებულ ვინსენტ აბუბაქარს, ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, მას „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეპატიჟება, ასე რომ, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ „წითელი ეშმაკებიდან“ წამოსული რონალდუ არაბეთში, არაბეთიდან წასული აბუბაქარი კი მანჩესტერში აღმოჩნდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112346