ფეხბურთი

18:56 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ დატრო ფოფანა „ჩელსის“ ფეხბურთელია

ოფიციალურად 20 წლის კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი, დევიდ დატრო ფოფანა კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ განაგრძობს.



აფრიკელმა მოთამაშემ „ლურჯებთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.

ფოფანა „ჩელსის“ ნორვეგიის ჩემპიონ „მიოლდედან“ შეუერთდა, სადაც 65 შეხვედრაში 24 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

„გამარჯობა ძვირფასო გულშემატკივრებო. მე აქ ვარ. კარგად ჩამოვფრინდი და ძალიან მოხარული ვარ, რომ საოცნებო კლუბში ვითამაშებ. მოედანზე მალე შევხვდებით“ - განაცხადა ახალგაზრდა შემტევმა.

ლონდონის ჩელსის ალბანელი შემტევი, არმანდო ბროია სეზონის ბოლომდე დაუშავდა და არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, მისი ადგილი სწორედ დატრო ფოფანამ დაიკავოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113722