„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ახალ სარბოლო ავტომობილს, რომლითაც მისი პილოტები ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში 2023 წელს იასპარეზებენ, 13 თებერვალს გვიჩვენებს. ამავე დღეს ახალი ავტომობილის პრემიერას „ასტონ მარტინიც“ გეგმავს.
ამგვარად, უკვე ცნობილია ხუთი გუნდის პრემიერის თარიღი. უოკინგელთა და „ასტონ მარტინის“ გარდა, პრემიერის თარიღი ასევე „ფერარიმ“, „ალპინმა“ და „ალფატაურიმ“ გამოაცხადეს.
შარშან „მაკლარენმა“ თავის ტექნოლოგიურ ცენტრში, ერთდროულად სამი ახალი სარბოლო ავტომობილის პრემიერა ჩაატარა. ერთი ფ1-სთვის იყო, დანარჩენი ორი კი ინდიქარ-ისა და იქსტრიმ E-სთვის.
შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში „მაკლარენში“ ბრიტანელ ლანდო ნორისს თანაგუნდელად ავსტრალიელი ოსკარ პიასტრი ეყოლება, ვინც თანამემამულე დანიელ რიკარდო შეცვალა.