ფეხბურთი

23:40 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი არბიტრი: "მსაჯმა ბარელასა და კვარაცხელიას სიტუაციები არასწორად შეაფასა"

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა მაურო ბერგონციმ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრაში სიმონე სოცას მუშაობა შეაფასა.

როგორც მან განაცხადა, მსაჯმა თამაში ცუდად განსაჯა და განსაკუთრებით, ნიკოლო ბარელასა და ხვიჩა კვარაცხელიასთან მიდგომაში გააკრიტიკა.

„სოცა დღეს თუ არ არის, მომავალში აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი, რადგან ამას მისი განვლილი გზა ადასტურებს. თუმცა, მისი მსაჯობა „ინტერი“ – „ნაპოლის“ შეხვედრაში ყველაზე ნაკლებად მომეწონა. პირველ ტაიმში შეეძლო ყვითელი ბარათი ორჯერ გამოეყენებინა, ერთი შკრინიარისა და მეორე ბარელასთვის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მატჩი იყო, ბარათები არ უნდა დავზოგოთ. ყველაზე ნაკლებად ბარელასთან მიმართებაში მსაჯის პოზიცია მომეწონა, რადგან არ შეიძლება 84 წუთის განმავლობაში ვინმე მუდმივად რაღაცას აპროტესტებდეს. ასევე, კვარაცხელიას წინააღმდეგ ხისტი თამაშიც მან არასწორად განსაჯა, თუმცა პირველ რიგში ბარელასთან მიმართებაში შეცდა, მისთვის ყვითელი ბარათი გაცილებით ადრე უნდა ეჩვენებინა“, - თქვა ბერგონციმ.

0.124975