სხვა

0:01 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინის კიდევ ერთი ნაბიჯი რეკორდისკენ

ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავისი სახელოვანი თანამემამულის, ლინდსი ვონის რეკორდისკენ - ზაგრებში გამართული სლალომი მოიგო და მსოფლიო თასზე თავის გამარჯვებათა რიცხვი 81-მდე გაზარდა. ერთიც და ვონს გაუტოლდება, რის შემდეგაც, ლეგენდარული ინგემარ სტენმარკის რეკორდს (86 გამარჯვება) შეუტევს.

ზაგრებში შიფრინმა ორი ცდის ჯამში, 0.76 წამით აჯობა მეორეზე გასულ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას. ამერიკელს კიდევ ერთი ღამის სლალომის მოგების შანსი იქვე, ზაგრებში ექნება.

„ძალიან ბედნიერი ვარ. აქ რბოლისას ბევრი სიამოვნება მივიღე და ორივეზე საუკეთესოდ გამოვედი. მხოლოდ ასეთი გამოსვლებით შეიძლება მოგება. ამიტომ რისკებს არ ვერიდებოდი. საოცარი გრძნობაა, როდესაც საქმე კარგად გამოგდის“, - განაცხადა შიფრინმა, ვინც აბსოლუტურ კლასიფიკაციაში 975 ქულით ლიდერობს და მეორეზე მყოფ ვლჰოვას 389 ქულას უგებს.

სლალომის კლასიფიკაციაში შიფრინს 525 ქულა აქვს და მეორეზე მყოფ შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს105 ქულით უგებს.

შიფრინს ბროლის დიდი გლობუსი (აბსოლუტურ ჩათვლაში) ოთხჯერ აქვს მოგებული. მასზე მეტჯერ დიდ გლობუსს მხოლოდ ავსტრიელი ანემარი მოზერ-პრიოლი (6-ჯერ) ფლობდა.

0.115143