ფეხბურთი

22:23 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას ორი საგოლე პასი საბერძნეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მე-16 ტურში ლევან შენგელიას „პანეთოლიკოსმა“ „ათრომიტოსი“ 2:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ორი საგოლე პასი გააკეთა.

შენგელია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან 46-ე წუთზე ნიკოლაოს კარელისს გაატანინა, ხოლო 74-ე წუთზე შედეგიანი გადაცემა დიამანტის ხუხუმისს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ლევანმა ორივე პასი კუთხურის ჩაწოდებით მიითვალა, პირველი გოლი კი კარელისს ძალიან ეფექტური გამოუვიდა - ქუსლით გაიტანა.

27 წლის ნახევარმცველს საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„პანეთოლიკოსი“ 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 იანვარს, „ოფის“ უმასპინძლებს.

0.103734