ავტოსპორტი

12:12 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დაკარის ლიდერი სამი ეტაპის შემდეგ ალ-ატია გახდა

დაკარის რბოლაზე, რომელიც კვლავ საუდის არაბეთში იმართება, მესამე ეტაპის შემდეგ, მისი კატარელი ჩემპიონი, ნასერ ალ-ატია (ტოიოტა) დაწინაურდა. ძლიერი წვიმის გამო

60 წლის ესპანელი თავის მეტოქესა და მეგობარს ორი ეტაპის შემდეგ, ორ წუთზე მეტს უგებდა, მაგრამ რბოლისას, მის ჰიბრიდულ ავტომობილს უკანა მარცხენა საკიდარი დაუზიანდა, რამაც 45 წუთი დააკარგვინა. რემონტს რომ მორჩა, გზა გააგრძელა, მაგრამ შემდეგ ნავიგაციასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ, დაკარის სამგზის ჩემპიონი ათეულის მიღმა დარჩა.

მესამე ეტაპი ფრანგმა გერლენ ჩიჩერიტმა (GCK მოტორსპორტი) მოიგო, რომელმაც უკან მოიტოვა არგენტინელი ორლანდო ტერანოვა (ბაჰრეინ რეიდ Xტრიმი) და საუდელი იაზიდ ალ რაჯი (ოვერდრაივ რეისინგი). სამი ეტაპის შემდეგ, ალ-ატია (ფოტოზე) მეორეზე მყოფ ალ რაჯის 13 წუთს და 19 წამს უგებს.

მოტოციკლების კლასში, ასპარეზობას 2020 წლის ჩემპიონი, ამერიკელი რიკი ბრეიბეკი გამოეთიშა. 274-ე კილომეტრზე ის დაეცა და კისრის ტკივილის გამო, ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ბედად, სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. უფრო ადრე, რბოლას კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი სემ სანდერლენდი გამოეთიშა.

მოტოციკლების კლასში ავსტრალიელი დანიელ სანდერსი (გას გასი) ლიდერობს, ვისაც ამერიკელი მეისონ კლაინი ოთხ წუთზე მეტით ჩამორჩება.

დაკარის რალი-მარათონი 15 იანვარს დასრულდება.

0.126608