კალათბურთი

11:13 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენმა ჩემპიონთა ლიგაზე 9 ქულა ჩააგდო - განაცხადში დაბრუნდა ანდრონიკაშვილიც

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფლეი ინში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის ,,მურსიამ" თურქული პინარ ქარშიაქა 97:92 დაამარცხა და მეორე ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა.



საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 18 წუთი გაატარა და ამ დროში 9 ქულისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოახერხა. მაკფადენმა 5-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

გუნდის განაცხადში დაბრუნდა ,,მურსიას" კიდევ ერთი ქართველი ახალწვეული რატი ანდრონიკაშვილიც, თუმცა მას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

გამარჯვებულ ესპანელთა შემადგენლობაში საუკეთესო 16 ქულით ჯორდან დეივისი იყო. 15 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ნემანია რადოვიჩს. თურქული გუნდიდან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ბრაიან ანგოლამ, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო, თუმცა მისმა კარგმა თამაშმა გუნდს გამარჯვება ვერ მოუტანა.

ამ გუნდების მეორე მატჩი 11 იანვარს, თურქეთში გაიმართება და მეორე გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ,,მურსია" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

0.11365