„ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კრიშტიანუ რონალდუს პრეზენტაციაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, მასთან მუშაობას დიდი მოლოდინით ხვდება.
„კრიშტიანუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩემთვის, ქვეყნისა და კლუბისთვის ფანტასტიკურია, რომ მისი კალიბრის მოთამაშე აქ მოვიდა. დიდ ფეხბურთელებთან მიმუშავია, მაგრამ არა ისეთთან, როგორიც კრიშტიანუა. მასთან მუშაობა ძალიან მარტივია და ძალიან მიხარია, რომ აქ არის“, - თქვა გარსიამ.
კომენტარი გააკეთა „ალ-ნასრის“ მუსლი ალ-მუამარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რონალდუს გუნდში სხვებისგან გამორჩევა არ სურს:
„მოლაპარაკებების დროს კრიშტიანუმ მკაფიო პოზიცია გამოხატა, მას სურს, რომ ისევე მოექცნენ, როგორც სხვა მოთამაშეებს“, - თქვა ალ-მუამარმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრში“ 2025-წლამდე დარჩება და წელიწადში მისი ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება.