„ბენფიკასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ენცო ფერნანდესი, დიდი ალბათობით, კარიერას პრემიერლიგაში, კერძოდ ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს - გვამცნობს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
„ბენფიკასა“ და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. „ჩელსი“ მზადაა 21 წლის არგენტინელში 127 მილიონი ევრო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ახლახან დასრულებულ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ფერნანდესი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ტურნირის შვიდ მატჩში ენცომ ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ჩელსის“ გარდა მისით მადრიდის „რეალი“ და „ლივერპულიც“დაინტერესდნენ. მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე აქტიურები „არისტოკრატები“ ჩანან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს თუ ლამის 130 მილიონი ღირს,თუნდაც კვარა რაღა უნდა ღირდეს მაშინ?კი სხვადასხვა პოზიციებია მაგრამ მაინც.მოკლედ კორონას დასრულების შემდეგ ისევ უაზროდ იზრდება სატრანსფერო ფასებიც
კარგი ბიჭია მაგრამ 127 მილიონის ამაში გადახდა არის სისულელე.მაქსიმუმ 60-70 მილიონი ღირდეს და ეგეც დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე
და იქედან გამომდინარეც რომ ეხლახანს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი რაც უზრდის სახელსაც და ფასსაც