იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 74:96 წააგო.
სტუმრებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, ოთხივე პერიოდი მოიგეს და საბოლოო გამარჯვების მოპოვებაც ადვილად მოახერხეს.
შენგელიამ მოედანზე 24 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.
„ვირტუს ბოლონიამ“ ამ წაგებით ლიდერის პოზიცია დაკარგა, რის შედეგადაც 11 გამარჯვებით და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ბოლონიელები მომდევნო ტურში 7 იანვარს, „ტორტონას“ სტუმრად შეხვდებიან.