ფეხბურთი

23:57 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: "მარტინესი პირველი ნომერია, მაგრამ ვიცით, რომ ოლსენის ნდობაც შეიძლება"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ლონდონის „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ მეკარეების კონკურენციაზე ისაუბრა.

„დეზებთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:0) „ვილა პარკელთა“ კარს შვედი რობინ ოსლენი იცავდა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გუნდში დაბრუნებული ემილიანო მარტინესი სათადარიგო სკამზე იყო. როგორც ემერიმ აღნიშნა, მარტინესი რჩება პირველ ნომრად, მაგრამ ოლსენის ნდობაც შეიძლება.

„ემილიანო ჩვენი პირველი ნომერია, მაგრამ რობინმა იცის თავისი როლი და ძალიან დადებითი ადამიანია. მისი წვლილი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და „ტოტენჰემთან“ ეს გამოჩნდა, ის ფანტასტიკური იყო. ჩვენი გეგმაა მარტინესი იყოს პირველი ნომერი, ის ივარჯიშებს, რათა საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს, მაგრამ „ტოტენჰემთან“ გამარჯვების შემდეგ შეგვიძლია ოლსენის გვჯეროდეს“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი ემილიანო მარტინესს „არსენალშიც“ ავარჯიშებდა, მაგრამ მაშინ არგენტინელ მეკარეს არცთუ ხშირად ენდობოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113304