ფეხბურთი

17:01 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პელეს ცხედარი საავადმყოფოდან ,,სანტოსის" სტადიონზე გადაასვენეს

ფეხბურთის მეფის ცხედარი სან პაულოს აინშტაინის სახელობის საავადმყოფოდან ფოიერვერკების თანხლებით ,,სანტოსის" სტადიონზე გადაასვენეს.



სამოქალაქო პანაშვილი ,,სანტოსის" საფეხბურთო კლუბში გაიმართება, სადაც მისი ცხედარი მოედნის ცენტრში იქნება დასვენებული და მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ მას პატივი მიაგონ.

ფეხბურთის მეფეს, პელეს, რომელიც 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, 3 იანვარს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ ის ბოლო წლების განმავლობაში კიბოს ებრძოდა, ბოლო რამდენიმე კვირა კი საავადმყოფოში გაატარა.

პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი - 1958, 1962 და 1970 წლებში.

თეგებიპელე
0.115956