ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი მატჩი ,,ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართა და სოლიდური სათამაშო დრო, 13 წუთიც მიიღო.
ამ დროში მამუკელაშვილმა თავი 2 ქულით, 4 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. სამწუხაროდ, სანდრომ 3-დან ვერცერთი სროლა ვერ გამოიყენა და 2 ქულა საჯარიმოდან აიღო.
გუნდის ლიდერების, იანის ანტეტოკუნმპოს, კრის მიდლტონის, ჯრუ ჰოლიდეისა და ჯორჯ ჰილის გარეშე მოთამაშე ,,მიულოკი" ბაქსი ,,ვაშინგტონ ვიზარდსთან" დიდი ანგარიშით - 95:118 დამარცხდა.
დამარცხებულ ბურთში ლიდერობა ბობი პორტისმა იტვირთა, რომელმაც 19 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ,,ვაშინგტონ ვიზარდსის" შემადგენლობაში საუკეთესო როი ჰაჩიმურა იყო 26 ქულით. 22 ქულა ჰქონდა ლატვიელ კრისტაპს პორზინგისს.
23 მოგებითა და 13 მარცხით ,,მიულუოკი ბაქსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. რაც შეეხება ,,ვაშინგტონ ვიზარდსს," ეს გუნდი 17 მოგებითა და 21 წაგებით მე-10 პოზიციაზეა.
მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 4 იანვარს, კვლავ ,,ვიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.