ფეხბურთი

18:06 | 31.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მესის წინააღმდეგ? პსჟ შესაძლოა "ალ-ნასრს" შეხვდეს

„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ზამთრის შესვენების პერიოდში ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებს.

ჟურნალისტი აშრაფ ბე აიადი იტყობინება, რომ საუდის არაბეთის ორ კლუბს, „ალ ჰილალსა“ და „ალ-ნასრს“ პსჟ-სთან ამხანაგური თამაშის ჩატარება გაერთიანებული შემადგენლობით სურთ.

მოლაპარაკებები წარმატებით თუ დასრულდება, ამხანაგური მატჩი 19 იანვარს, რიადში უნდა გაიმართოს.

ვინაიდან „ალ-ნასრს“ ახლახან კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდა, შესაძლებელია, რომ ლიონელ მესისა და მისი დაპირისპირება კიდევ ერთხელ შედგეს - ამჯერად უკვე ამხანაგურ თამაშში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106567