ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთში გადაბარგებაზე კომენტარი გააკეთა.
„რონალდუსთვის ეს სამწუხარო დასასრულია. მან კარიერა პირს მორგანთან ინტერვიუთი დაასრულა, მესიმ კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო“, - თქვა კარაგერმა.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და წელიწადში მისი ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება. ეს არის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა, რომელსაც ფეხბურთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს.