ფეხბურთი

0:11 | 31.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ამას თამაშის წინა დღეს არ უნდა გვეუბნებოდნენ, არ ვიცი ლევანდოვსკი "ატლეტიკოსთან" თუ ითამაშებს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ რობერტ ლევანდოვსკის შეჩერებულ დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა განაცხადა, ამის შესახებ თამაშამდე ერთი დღით ადრე არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას. ჩავის თქმით, არ იცის, პოლონელს „ატლეტიკოსთან“ თამაშის უფლება ექნება თუ არა.

„ჩვენ ამის შესახებ ვარჯიშის ბოლოს შევიტყვეთ, როცა უკვე იგეგმებოდა ვარიანტები მისი არყოფნის გათვალისწინებით. ეს შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ ამის მატჩის წინა დღით გარკვევა, საუკეთესო დრო არ არის. ჩვენ არ ვიცით, შეძლებს თუ არა ის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაშს“, - აღნიშნა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 31 დეკემბერს „ესპანიოლს“ შეხვდება, ხოლო შემდეგ 8 იანვარს, მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

0.118459