ლეგენდარულმა ინგლისელმა თავდამსხმელმა ალან შირერმა ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ნორვეგიელი პრემიერლიგას მალე არ დატოვებს, ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.
„ვფიქრობ, 20 გოლი ცენტრფორვარდის სეზონში შესანიშნავი შედეგია, ერლინგმა კი 20 გოლი უკვე გაიტანა. ის კიდევ არაერთ გოლს გაიტანს და არ გამიკვირდება, თუ სეზონს მინიმუმ 40 გოლით დაასრულებს. მომწონს მისი შიმშილის გრძნობა და სურვილი, მისი დამოკიდებულება.
ის სრულყოფილი ცენტრფორვარდია, ყველაფერში კარგია. თუ ფორმაში იქნება, 40 გოლს გაიტანს და ეჭვი არ მეპარება, რომ თუ პრემიერლიგაში დიდხანს ითამაშებს, ჩემს რეკორდს მოხსნის“, - თქვა შირერმა.
შეგახსენებთ, რომ ალან შირერი ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 260 გოლით. ერლინგ ჰოლანდმა კი თავის 14 პრემიერლიგურ შეხვედრაში 20 გოლი უკვე გაიტანა.