ფეხბურთი

11:15 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “დარწმუნებით, რომ მესი საუკეთესოა, არასდროს ვიტყვი”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, არის თუ არა ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი.

“რთული სათქმელი, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ყველა ოპოქას თავისი დიდი ფეხბურთელი ჰყავდა. ფრაზა დარწმუნებით, რომ მესი ისტორიაში საუკეთესოა, ჩემი პირიდან ვერასდროს გაიგებთ. ყოველდღე დიდ ფეხბურთელებთან ვმუშაობდი და ოქროს ბურთის მფლობელები მყავდა. თანაც, კრუიფისა და მარადონას თამაში მაქვს ნანახი...”, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138621