ფეხბურთი

13:52 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი პოლიტიკოსი რონალდუს შეყვარებულს შემოსწყრა

ესპანელმა პოლიტიკოსმა, მიგელ ანხელ რევილიამ, მკაცრად გააკრიტიკა ჯორჯინა როდრიგესის მიერ კრიშტიანუ რონალდუსთვის მირთმეული საშობაო საჩუქარი - Rolls-Royce Dawn, რომელიც 360 ათასი დოლარი ღირს.

„ახლა, როცა ადამიანებს რთული პერიოდი უდგათ, ასეთი საჩუქარი პორნოგრაფიას შეიძლება შევადაროთ. ვისურვებდი მსგავსი ამბებისთვის ტელევიზიებსაც ნაკლები ყურადღება დაეთმოთ. უფრო მოკრძალებულები უნდა ვიყოთ. მაშინ, როცა ადამიანები უამრავი პრობლემების გადალახვას ცდილობენ, ასეთი საქციელი მორალური თვალსაზრისით პორნოგრაფიას ჰგავს.“ - ციტირებს რევილიას სიტყვებს A Bola.

0.113066