„პარი სენ ჟერმენმა“ მარკო ვერატისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ვერატი პსჟ-ში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება: „ჩემთვის დიდი პატივია პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება. 10 წელზე მეტი გავიდა, რაც პარიზში ჩამოვედი, ქალაქში, რომელსაც ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ“, - თქვა იტალიელმა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატი „პარი სენ ჟერმენს“ 2012 წელს „პესკარადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 398 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, 61-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.