ფეხბურთი

23:42 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "არგენტინასთან მატჩის შემდეგ რამდენიმე დღე ვერ ვიძინებდი"

„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან მარცხის შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში დაძინებაც უჭირდა.

„რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ვიძინებდი. ასე ახლოს ვიყავით ნახევარფინალთან, მიუხედავად იმისა, რომ 0:2-ს ვაგებდით. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გავიტანე და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ამის შემდეგ რთული დღეები მქონდა, თუმცა, ფეხბურთის მიღმა დროს ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებ და საყვარელი ადამიანების წყალობით მდგომარეობიდან გამოსვლა მოვახერხე“, - თქვა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო, ხოლო ვან დეიკმა ერთ-ერთი პენალტი ვერ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114387