ფეხბურთი

19:29 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "კვარაცხელიას ტრანსფერი ჯილარდინოს "პარმაში" ტრანსფერს ჰგავს"

ფაბიო და პაოლო კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ასევე „პარმას“ ექსსპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ კრისტიანო ჯუნტოლის საუკეთესო ტრანსფერი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ტრანსფერი ალბერტო ჯილარდინოს „პარმაში“ ტრანსფერს აგონებს, რომელიც სწორედ ფედელეს სახელს უკავშირდება.

„დროთა განმავლობაში ჯუნტოლის ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით კმაყოფილი ყველაზე მეტად ვარ. ეს მაგონებს ჯილარდინოს ტრანსფერს, რომელიც „პარმაში“ მივიყვანე. მაშინ პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მასში დარწმუნებული ვიყავი“, - თქვა ფედელემ.

0.063145