საუდის არაბეთის ჩემპიონატში ვისთვის ანტისპორტული საქციელი, ვისთვისაც კურიოზი მოხდა.
„ალ ფათეჰის“ ესპანელმა მცველმა ფრან ველესმა კუთხური ორიგინალური, თუმცა ბევრისთვის მიუღებელი მოქმედებით მოიპოვა. ველესმა კუთხურის ალამთან წაქცეულ გჟეგოჟ კრიხოვიაკს, რომელიც „ალ-შაბაბის“ ღირსებას იცავს, ბურთი თავში სპეციალურად გაარტყა, რათა კუთხური მოეპოვებინა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯებმა ეპიზოდს ყურადღება არ მიაქციეს და კუთხური დანიშნეს.