მინსკის სასამართლომ, ცურვაში ოლიმპიურ მედალოსან ალიაკსანდრა ჰერასიმენიას 12 წლით პატიმრობა დაუსწრებად მიუსაჯა. სასამრთლოს გადაწყვეტილებით, მოცურავეს და მასთან ერთად, პოლიტურ აქტივისტ ალექსანდერ ოპეიკინს პატიმრობა იმის გამო მიუსაჯეს, რომ ისინი დასავლეთს „ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ, რაც ქვეყნისეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
„მათ ბრალი დაედოთ იმაში, რომ ქვეყნისთვის სანქციების დაწესების მოწოდებებით გამოდიოდნენ, რაც ბელარუსის უსაფრთხოებას ხიფათს უქმნის“, - ნათქვამია ბელარუსის ახალი ამბების სააგენტოს (BelTA) მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების დევნის გამო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და დასავლეთი, მის ხელისუფლებასთან ურთიერთობას ერიდება. ბელარუსში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად 1 300 პოლიტიკური პატიმარია.
ჰერასიმენია სამგზის ოლიმპიური მედალოსანია. მან ბელარუსი მოსალოდნელი რეპრესიების გამო დატოვა. მას 100 მეტრზე თავისუფალ სტილში მსოფლიო ჩემპიონს ოქროს მედალი (2011 წელს) აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, მსოფლიოს 2007 და 2017 წლების ჩემპიონატებზე, შესაბამისად, ვერცხლს და ბრინჯაოს დაეუფლა 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში. ის ასევე ოქროს დაეუფლა (2012 წელს) მოკლე აუზის მსოფლიო ჩემპიონატზე, 50 მეტრზე თავისუფალში.
რაც შეეხება ოლიმპიურ მედლებს, მის მონაგარში ორი ვერცხლის (2012 წელს, 50 და 100 მეტრზე თავისუფალში) და ერთი ბრინჯაოს (2016 წელს, 50 მეტრზე თავისუფალში) მედალია.
12-წლიანი პატიმრობის გარდა, სასამრთლომ ჰერასიმენიას ბინა, ავტომობილი და საბანკო ანგარიშზე რიცხული 48 700 დოლარი ჩამოართვა.