„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტელეკომპანია DAZN-ს ესაუბრა და ინტერვიუდან ამონარიდი დღეს გავრცელდა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ლუჩანო სპალეტი მისთვის განსაკუთრებული ადამიანია.
ხვიჩამ ასევე ისაუბრა „ნაპოლიზე“, ნეაპოლსა და კვარადონას მეტსახელზე:
„მას შემდეგ, რაც „ნაპოლიში“ ვარ, ბევრი მეტსახელი შემარქვეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი კვარადონაა. მარადონას სახელის თუნდაც მცირე ნაწილს ჩემსას რომ უკავშირებენ, შეუძლებელია სხვა ემოცია არ დაგეუფლოს. ქალაქიც ფანტასტიკურია თავისი სილამაზით და ნეაპოლელებიც განსაკუთრებულნი არიან. ჩემთვის ეს ქალაქი სიყვარულია.
მოლაპარაკებები დიდი ხანი გაგრძელდა, დაახლოებით 2 წელი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამხელა გუნდი ჩემით იყო დაინტერესებული და ერთი სული მქონდა „ნაპოლის“ მაისური ჩამეცვა. როდესაც ვუყურებდი მათ მატჩებს, ვფიქრობდი, რომ ამ გუნდში კარგად თამაში შემეძლო. ძალიან მომწონდა „ნაპოლის“ თამაში.
ჯერ კიდევ შორს ვარ საუკეთესო ფეხბურთელობისგან, მაგრამ ზრდისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ლუჩანო სპალეტის ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს, ის ძალიან ღია ადამიანია და ჩემთვის განსაკუთრებულია.
ჯოვანი დი ლორენცოს წინააღმდეგ თამაში რთულია, რადგან მართლაც შესანიშნავი მცველია.
სკუდეტო? წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია და ჩვენთვის თითოეული მატჩი მნიშვნელოვანი იქნება.
რონალდუ თუ მესი? ძალიან რთულია მათ შორის არჩევანის გაკეთება, მაგრამ ჩემი კუმირი რონალდუა“, - თქვა კვარაცხელიამ.
აქვე გეტყვით, რომ ტელეკომპანია DAZN-თან ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს სრული ვერსია 28 დეკემბერს გამოქვეყნდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პირველი საგულშემატკივრო გუნდი ჩემთვისაც ბარსაა და ფეღბურთელი მესი და ცოტაარიყოს გამიტყდა ხვიჩა რო რონალდოს არჩევს მესის, მაგრათ თავად ხვიჩა მირჩევნია მესის ბარსას და ნებისმიერ ყველა სხვას ეგ კიარა ნებისმიერ ქართველს ვუგულშემატკივრებ ბარსას წინააღმდეგაც და მესის წინააღმდეგაც!!! მაინც ყველა და ნებისმიერი ქართველი მირჩევნია! და ისე P.S. დავამატებდი მაინც ჩემთვის პირადად რონალდინიო ყველა დროის საუკეთესოდ მიმაჩნია ნამდვილი ჯადოქარი იყო იმის მიუხედავად რომ ზე დონეზე მხოლოდ რამდენიმე წელი ითამაშა
გადავიდეს ბარსელონაში და დამთავრებული იქნება ბაზარი,გარანტირებული ექნება ჩემი მხრიდან ქომაგობა)))
მე მიყვარს სიმართლის თქმა და არ ვარ ვაზელინა ტიპი,არავის არ ვეტენები.მესის და ბარსელონას ვერავინ ვერ გადამიფარავს,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კვარაცხელიას არ ვქომაგობდე.მესის ან ბარსას სადაც არ შეხვდება იქ ყველგან ვუქომაგებ,აი როცა მაგათ შეხვდება იქ დიდი ბოდიში ყველასთან.თუმცა თუ შეხვდება მესი-ბარსას და მოუგებს,არც ეგ არ მეწყინება.სიტყვაზე ჰენდორსონთან რომ წააგოს ლეომ ან ბარსამ მაგას ბუნებრივია მირჩევნია კვარასთან წააგოს
დაესია ეს ათასი ძონძი ხალხი ამ პატარა ბიჭს,საფურთხებელი ხალხი და კვარას ქებით ან კვარას გვერდით თუ გამოჩდნენ მაგით უნდათ ხალხში რაღაც პლუსების დაწერა და თავისი ბ..ური ცხოვრების გადაფარვა.მოდი რა იდი ნამორე ქენით ყველა მასეთმა
ლამზირა და იზო დეიდებმა რომ დაიწყეთ კვარას გამო ფეხბურთის ყურება და ბოდავხართ რაღაცეებს ეგრე არ უყურებს ხალხი ფეხბურთს.ნაპოლის ვქომაგობ რომ მოიგოს სკუდეტო,ზუსტად ხვიჩას გამო აბა ანგისა და ლობოტკა სულ მზეზე მკიდია,მაგრამ ლიგაზე თუ პსჟ-ს ვქომაგობ მესის გამო,ეგ არაა არავის საქმე
პსჟ-ს შემდეგ იმ ლიგაზეც ნაპოლის ვქომაგობ(ბარსა აღარაა და მაგიტომ თორემ ბარსა იქნებოდა ჯერ) და რა გინდათ მეტი?არ მევასება რა ეს სიაფანტი ვაზელინა ხალხი.ეტენება ყველა ეხლა ამ ბიჭს ვითომ ეგ იყოს ქვეყნის გადამრჩენელი.პოლიტიკისთვის იყენებთ ბიჭს.კარგით რა,ცხოვრებას ნურავინ ნუ მასწავლით
ერთი-ორი მინუსი ყველას აქვს ))
კარგი რა ხვიჩა,რა არის რთული ასარჩევი მესი-რონალდუს შორის?ვიცით ყველამ რომ რეალის ფანი ხარ გუტის გამო,მერე კრისტინაც მანდ გადავიდა და ამიტომ რონალდუ გირჩევნია მესის მაგრამ ობიექტურობა არ უნდა დაკარგო ჯიგარო
მესი რონალდუს ჯობს, მაგრამ აი შენ რომ მესის ჩემპიონთა ლიგა უფრო გაგიხარდება ვიდრე კვარაცხელიასს და სულერთია რა მიზეზი გაქვს. ამაზე ჩანს ცენტრობა
ჯერერთი საიდან დაასკვენი რომ მესის ლიგა უფრო გამეხარდება ვიდრე კვარასი?მეორე შენ ვინ გეკითხება მე რა გამეხარდება და რა არა?მერე მესამე სპორტს რატომ აიგივებთ ქართველობასთან ან იტალიელობასთან?მოდი რა ყველამ თქვენ თავს მიხედეთ.ქართველობა ვიცი მე ნაკრების კუთხით,დანარჩენი საკლუობოზე ვინ ვის უქომაგებს მისი საქმეა.კალაძე რომ მილანში იყო,მაშინ მთელ საქართველოს მილანისთვის უნდა ექომაგა?კვარა გამოჩნდა გუშინ,მესის 17 წელია ვქომაგობ,ხედავ სხვაობას?