„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, პრემიერლიგის მე-17 ტურში „ვესტ ჰემის“ დამარცხების შემდეგ (3:1), ჟურნალისტებს „მეთოფეების“ ლეგენდარული დამრიგებლის, არსენ ვენგერის სტადიონზე მისვლის შესახებ ესაუბრა.
„მან სწორი მომენტი აირჩია. მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა Boxing Day. ვფიქრობ, ღირსეული თამაში ვაჩვენეთ და სტუმარი კმაყოფილი დარჩებოდა. ფეხბურთელებმა არ იცოდნენ ვენგერი რომ მოვიდოდა. საიდუმლოდ შევინახეთ და ეს მათთვის სიურპრიზი გახლდათ.
დიდი მადლობა მას მობრძანებისთვის. ალბათ სტადიონზე სეირნობისას ბევრი სასიამოვნო მომენტი გაახსენდებოდა. მან მართლაც შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა კლუბში.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.
15 მატჩის შემდეგ 40 ქულით „არსენალი“ პრემიერლიგის ცხრილს ლიდერობს.