პრემიერლიგის მე-17 ტურში, „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ (2:2), „ტოტენჰემის“ კაპიტანმა, ჰარი კეინმა, მორიგი ბურთი შეაგდო და აღმოჩნდა, რომ პრემიერლიგის ყველა გუნდთან გაუტანია, ვისთანაც უთამაშია, ასეთი კი 32-ია - გვამცნობს ლიგის პრესსამსახური ტვიტერში.
მიმდინარე სეზონში კლუბსა და ინგლისის ნაკრებში კეინმა ჯამში 34 მატჩი გამართა, 18 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მის „დეზებთან“ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ მისით მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული.
16 მატჩის შემდეგ „ტოტენჰემმა“ 30 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა.