იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ბექა ბურჯანაძის „რეჯანა“ „ბრეშას“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა, ანგარიშით 77:84. რეჯიო ემილიელებმა პირველი ტაიმი 12 ქულით წააგეს და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.
ბურჯანაძემ 19 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა.
„რეჯანა“ 2 მოგებით და 10 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 დეკემბერს, „პეზაროს“ უმასპინძლებს.