სხვა

10:59 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძე UFC-ის წლის საუკეთესო სპორტსმენების ათეულში დაასახელეს

UFC-ის ოფიციალურმა საიტმა წლის საუკეთესო სპორტსმენების არაოფიციალური TOP-10 გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე მე-10 პოზიციას იკავებს.



,,2021 წლის ბოლოსთვის, ქართველი რომან დოლიძე ნამდვილად იყო იმ ტალანტებს შორის, რომლისთვისაც საშუალო წონაში ყურადღება უნდა მიგვექცია, თუმცა ქართველი არ ყოფილა იმ მებრძოლთა სიაში, რომელთა ჩხუბიც აუცილებლად უნდა გენახათ, რადგან ყველაზე ხშირად გრეპლინგის ილეთებიც ცდილობდა მეტოქის დამარცხებას. 1 წელი სწრაფად რომ გადავახვიოთ დავინახავთ, რომ დოლიძემ კაილ დაუკაუსი, ფილ ჰოუსი და ჯეკ ჰერმანსონი დაანოკაუტა და თუ მისი რომელიმე ბრძოლა გამოტოვეთ, ესეგი ბევრი დაგიკარგავთ. მსგავსი შეცდომა 2023-ში აღარ გაიმეოროთ" - წერია UFC-ის ოფიციალურ საიტზე.

ვებ-გვერდის მიერ გამოქვეყნებული TOP 10 ასე გამოიყურება:

1. ალექსანდრ ვოლკანოვსკი
2. ალექს პერეირა
3. ისლამ მახაჩევი
4. ჟან ვეილი
5. ლეონ ედვარდსი
6. მარლონ ვერა
7. ალჯამენ სტერლინგი
8. ჯამაჰალ ჰილი
9. ჟირი პროშაზკა
10. რომან დოლიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115331