კალათბურთი

10:05 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა მხოლოდ 4 წუთი ითამაშა - მილუოკიმ შობა მოგებით ვერ აღნიშნა

NBA-ში საშობაო მატჩები გაიმართა და ერთ-ერთი შეხვედრა სანდრო მამუკელაშვილის ,,მილუოკი ბაქსმაც" ჩაატარა, თუმცა ქართველის გუნდი ,,ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა, სანდრომ კი მხოლოდ 4 წუთი ითამაშა.



მამუკელაშვილი მოედანზე გატარებული 4 წუთის დროს შედეგიანი ქმედებით არ გამორჩეულა. 2 სროლა განახორციელა, თუმცა მიზანს ვერცერთმა ვერ მიაღწია. საბოლოოდ, მატჩი ,,ბოსტონ სელტიქსის" გამარჯვებით, 139:118 დასრულდა.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო 41 ქულით და 7 მოხსნით ჯეისონ ტეიტუმი იყო. 29 ქულა ჰქონდა ჯეილენ ბრაუნს. რაც შეეხებათ სანდროს თანაგუნდელებს, აქ 27 ქულით და 9 მოხსნით იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა. 23 ქულა ჰქონდა ჯრუ ჰოლიდეის.

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი პოზიციისთვის მებრძოლი კონკურენტები ცხრილში 1 და 2 ადგილებს იკავებენ. სანდრო მამუკელაშვილის გუნდს 22 მოგება და 11 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს ,,მილუოკი ბაქსი" 29 დეკემბერს, 05:00-ზე ,,ჩიკაგო ბულსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.116202