გამოცემა „რეისინგნუს365-მა“, ფორმულა 1-ის პილოტების გასული სეზონის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა და გამოაქვეყნა. სიაში შესული მონაცემები, კონტრაქტებიდან არის აღებული.
სიის მოწინავე ხაზი ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს უკავია. მან „რედ ბულთან“ დადებული კონტრაქტის შესაბამისად, 40 მილიონი დოლარი მიიღო. ეს კონტრაქტი კიდევ ექვს სეზონზე ვრცელდება და მისი პირობების შესაბამისად, ფერსტაპენის ხელფასი თანდათან 50 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
ლუის ჰამილტონმა სიაში ლიდერობა დაკარგა. მან 35 მილიონი დოლარი აიღო და მეორე ადგილზეა. 20 მილიონი დოლარით, სიაში მესამე ადგილი ფერნანდო ალონსოს უკავია. მომდევნო სამ ადგილს სებასტიან ფეტელი, დანიელ რიკარდო და ლანდო ნორისი იყოფენ, რომლებმაც 15-15 მილიონი დოლარი მიიღეს. ამ სამეულიდან, ფეტელი და რიკარდო ამოვარდებიან, ნორისი კი, გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ძალითაც, ხელფასი 27 მილიონ დოლარამდე გაეზრდება.
პილოტები ანაზღაურებას სპონსორებისგანაც იღებენ და არაოფიციალური ინფორმაციით, ამის დამტებით, ჰამილტონი პირველზე გადავა.
2022 წლის სეზონში პილოტთა ხელფასები (მილიონ დოლარებში)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 40
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 35
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 20
4-6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 15
4-6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 15
4-6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 15
- შარლ ლეკლერი (მონკო, ფერარი) 12
8-11. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 10
8-11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 10
8-11. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 10
8-11. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 10
12-15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 5
12-15. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 5
12-15. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 5
12-15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 5
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2
17-19. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1
17-19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1
17-19. ნიკოლა ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 0.75