ფეხბურთი

20:23 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელ ქომაგებს ნაკრებში იკარდის ხილვა სურთ

არგენტინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი გულშემატკივრები ტატა მარტინოს “ალბისელესტეს” რიგებში მილანის “ინტერის” თავდამსხმელის მაურო იკარდის გამოძახებისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ იკარდის მიმდინარე სეზონში სერია ა-სა და ევროპის ლიგაზე ჯამში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. თავის დროზე იკარდი არჩევანის წინაშე იდგა, მას იტალიის ნაკრებში უხმობდნენ, თუმცა მან სამშობლო აირჩია.

0.115042