ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, რომელსაც მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, ვარჯიშს დაუბრუნდა და 100%-ით მზადაა კატალონიურ კლუბს დაეხმაროს.
ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ურუგვაელი ცენტრალური მცველი სრულად გამოჯანმრთელდა და ,,ბარსელონას" სავარჯიშო სესიაში გუნდთან ერთად სრულყოფილად მიიღო მონაწილეობა.
რონალდ არაუხო ურუგვაის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, თუმცა არცერთი წუთი არ უთამაშია. ,,ბარსელონა" პირველ მატჩს 31 დეკემბერს, ,,ესპანიოლის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ჩავის კი იმედი აქვს, რომ ურუგვაელი ცენტრალური მცველი მის განკარგულებაში იქნება.
მატჩისთვის მოსამზადებელ პროცესში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტების, კუნდეს და დემბელეს გარდა, ,,ბარსელონას" ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩავის მწვრთნელობის დროს გუნდი პირველადაა ასეთ ხელსაყრელ მდგომარეობაში.
ესპანეთის ლა ლიგას 14 ტურის შემდეგ ,,ბარსელონა" 37 ქულით ლიდერობს.