ფეხბურთი

21:57 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მატეუშ კუნია ,,ვულვზის" ფეხბურთელია

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა, ,,ვულვერჰემპტონმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიელი შემტევი, მატეუშ კუნია კარიერას მათ რიგებში გააგრძელებს.



ხულიან ლოპოტეგის ,,ვულვზში" დანიშნვნის შემდეგ, კუნია მისი პირველი შენაძენი იქნება. 23 წლის შემტევი ინგლისურ კლუბს ნახევარწლიანი არენდით, ,,ატლეტიკოდან" შეუერთდა, რომლის ამოწურვის შემდეგაც, ინგლისელები მასში 20 მილიონ ევროს გადაიხდიან

მატეუშ კუნიამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2017 წელს შვეიცარიულ ,,სიონში" დაიწყო. მოგვიანებით ის ,,ლაიპციგის" და ,,ჰერტას" ღირსებას იცავდა, 2021 წელს კი ის დიეგო სიმეონეს ,,ატლეტიკოს" შეუერთდა, სადაც ჩატარებულ 54 მატჩში 7 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

რაც შეეხება ,,ვულვერჰემპტონს", ეს გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში 10 ქულით ბოლო ადგილს იკავებს და ლოპოტეგის 2023 წელს საკმაოდ რთული მისია ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126202