ფეხბურთი

21:21 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "მხოლოდ ერთი კვირა დასასვენებლად - მართლა არ ვარ ბედნიერი"

ლონდონის ,,ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე პრემიერ ლიგის განახლებით კვლავ უკმაყოფილიო და მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება საერთოდ არ ეძლევათ:



,,ძალიან უცნაური სიტუაციაა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 1 კვირაში თამაშის ჩატარება გიწევს, მართლა არ ვარ ამით ბედნიერი. როდესაც ასეთი დონის ტურნირზე მოთამაშე ბევრი ფეხბურთელი გყავს, სეზონის გაგრძელება მარტივი არ არის, რადგან ფიზიკური კონდიციები შედარებით დაბალია."

,,იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც ტურნირზე არ იმყოფებოდნენ, ტაქტიკურად და ფიზიკურად ბევრი ვიმუშავეთ, ახლა კი ეს ფეხბურთელები იმაზე კარგ დონეზე არიან, ვიდრე ისინი, ვინც მუნდიალზე თამაშობდნენ."

,,ამის გამო გადაწყვეტილება მივიღე, რომ ის მოთამაშეები, რომლებიც ტურნირის ბოლო ფაზაში თამაშობდნენ, ,,ბრენტფორდის" წინააღმდეგ არ გამოვიყენო." - განაცხადა ანტონიო კონტემ.

ინგლისის პრემიერ ლიგა მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ ხვალ, 26 დეკემბერს, სწორედ ,,ტოტენჰემისა" და ,,ბრენტფორდის" მატჩით, 16:30-ზე განახლდება.

ანტონიო კონტეს გუნდს 15 მატჩის შემდეგ 29 ქულა აქვს და ცხრილის მე-4 საფეხურზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124493