ფეხბურთი

15:30 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" შესაძლოა მარტინესი გუნდიდან გაუშვას

არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესს შესაძლოა ბირმინგემის „ასტონ ვილას“ დატოვება მოუწიოს.

როგორც ესპანური მედია წერს, „ვილა პარკელები“ „სევილიას“ მაროკოელი კიპერით, იასნი ბონოთი ინტერესდებიან. მარტინესის უცნაური ჟესტებით და საქციელებით კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი უკმაყოფილოა. ისინი ფიქრობენ, რომ არგენტინელის საქციელები კლუბს არ შეეფერება, რის გამოც შესაძლოა ტრანსფერზე დააყენონ.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ემერიმ ამ თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ემილიანოს გუნდში დაბრუნების შემდეგ მეტოქის პატივისცემასა და გამარჯვების აღნიშვნაზე გაესაუბრებოდა.

ემილიანო მარტინესი „ასტონ ვილაში“ 2020 წლიდან თამაშობს და 91 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1144