ფეხბურთი

14:48 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ინჯგიამ "აპოლონი" დატოვა

რევან ინჯგიამ ლიმასოლის „აპოლონი“ დატოვა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი კვიპროსულ კლუბს დაემშვიდობა და მათ მადლობა გადაუხადა.

ინჯგია „აპოლონს“ 2021 წელს შეუერთდა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მან ამ ხნის განმავლობაში ლიმასოლელთა რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი კვიპროსში გადაბარგებამდე თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა.

0.112664