ფეხბურთი

11:46 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბანი: "კვარაცხელია ჩემპიონია, "ნაპოლის" მხოლოდ საკუთარი თავის უნდა ეშინოდეს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ არა მეტოქეების, არამედ მხოლოდ საკუთარი თავის უნდა ეშინოდეს.

„არ მგონია, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კონკურენტი ჰყავდეს. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებენ სხვები ჩამორჩენის აღმოფხვრად, როგორ შეიძლება, რომ „ნაპოლის“ ბრწყინვალე თამაშის ძაფი გაწყდეს.

შეიძლება სირთულეები იყო, მაგრამ სპალეტიმ აჩვენა, რომ მან იცის, როგორ მართოს კონკურენტუნარიანი და მშიერი გუნდი. შეტევაში ჰყავს ოსიმენი, რომელიც ნახევარ ევროპას სურს და კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონი. ასე რომ, „ნაპოლის“ მხოლოდ საკუთარი თავის უნდა ეშინოდეს. თუმცა, ბრძოლაში დაბრუნება მილანელებს და „იუვეს“ შეუძლიათ, თუ „ნაპოლის“ მკვეთრი ჩავარდნა ექნება, მაგრამ ვრჩები იმ აზრზე, რომ სკუდეტოს „ნაპოლი“ მოიგებს“, - თქვა ბანიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი 4 იანვარს განახლდება.

0.106571