,,ბარსელონას" პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანურ SPORT-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ლეო მესისა და არგენტინის ნაკრების შესახებ ისაუბრა.
,,არ მინდა ვთქვა მე და მესიმ რაზე ვისაუბრეთ, თუმცა კარგი დიალოგი გვქონდა. ჩემი აზრით, მსგავს საკითხებზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, იმიტომ, რომ ეს პირადულია, თუმცა საუბარი ძალიან პოზიტიური იყო."
,,ლეომ ფეხბურთში ყველაფერს მიაღწია, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ახლა კი სიამოვნებას იღებს ამით. წარმომიდგენია რას ნიშნავს ეს მისთვის და მისი ქვეყნისთვის. თანაც ყველამ ნახა ის, თუ როგორ ითამაშა."
,,მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეც ვთქვი, რომ არგენტინა მოგების ფავორიტი იყო. საუდის არაბეთთან განცდილი მარცხის შემდეგაც კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალში გავიდოდნენ და მოიგებდნენ" - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინისა პოლონეთის ნაკრებები C ჯგუფში ერთად ასპარეზობდნენ, მათი დაპირისპირება კი ,,ალბისელესტეს" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, თუმცა იმ შეხვედრაში ლეო მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა.