ფეხბურთი

23:50 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

,,ბარსელონა" აპირებს 15 წლის ტალანტს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმოს

,,ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი აპირებს, რომ 15 წლის ,,მომავალ მესიდ" წოდებულ ტალანტს, ლამინე იამალს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმოს და თასის შეხვედრაში პირველ გუნდთან ერთადაც ათამაშოს.



Diario AS და Sport-ის ინფორმაციით, ,,ბარსელონა" ლამინე იამალის აგენტ ივან დე ლა პენიასთან პირველ პროფესიონალურ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 15 წლის ფეხბურთელმა ახალგაზრდულ გუნდში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც მიიღო მონაწილეობა, რის გამოც მან ჩავის ყურადღებაც მიიქცია.

,,ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო, გუნდი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულია ,,ლა მასიაზე," ლამინე იამალი კი შესაძლოა მომავალში კატალონიური გუნდის ერთ-ერთი საყრდენი ფიგურა გახდეს, ამიტომაც ჩავის სურს ის რაც შეიძლება მალე დააწინაუროს.

კატალონიის ,,ბარსელონა" ესპანეთის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრას მესამელიგელ,,ინტერსიტისთან" 4 იანვარს, 23:00 საათზე გამართავს, სადაც შესაძლოა ახალგაზრდა შემტევის დებიუტიც შედგეს.

0.115581