ფეხბურთი

22:16 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ მზადაა კარასკო იანვარში გაუშვას

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, იანიკ კარასკომ, კლუბი, შესაძლოა, იანვარში დატოვოს. მადრიდელები ტრანსფერს ბიუჯეტის განსატვირთად აპირებენ - წერს Marca.

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ვერმოხვედრის გამო, კლუბის ბიუჯეტი 30-40 პროცენტით შემცირდა. ამიტომ „ატლეტიკო“ ბელგიელში არა 60, არამედ 40 მილიონ ევროს მოითხოვს, რათა ფეხბურთელი სწრაფად გაყიდოს. კარასკოთი ინგლისური პრემიერლიგის ორი კლუბია დაინტერებული. სავარაუდოდ „ნიუკასლი“ და „ტოტენჰემი.“


კარასკო „ატლეტიკოში“ 2015 წლიდან თამაშობს, თუმცა ორი წლის განმავლობაში (2018-20) ჩინურ „დაიან პროში“ თამაშობდა იჯარით.

0.11602