ფეხბურთი

23:22 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მენდიმ შესაძლოა "ჩელსი" იანვარში დატოვოს

ედუარ მენდის შესაძლოა „ჩელსის“ დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოუწიოს. ამის მიზეზი სენეგალელი მეკარის მცირე სათამაშო დროა.

მენდიმ ძირითადში ადგილი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ დაკარგა და არცთუ იდეალურ ფორმაშია. გარდა ამისა, „არისტოკრატების“ მთავარ მწვრთნელ გრემ პოტერს „ბრაიტონის“ მეკარის, რობერტ სანჩესის შეძენა სურს, რომელთანაც მას მუშაობის გამოცდილება აქვს.

მენდიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა. მისი კარიერა „ჩელსიში“ თავიდან დიდებულად დაიწყო და 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა, ბოლო პერიოდში სენეგალელმა მეკარემ შეცდომებს მოუხშირა და კეპა არისაბალაგასთან კონკურენციაში სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

0.120683